ინდივიდუალური ექსპო-გრანტი

image
პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია ქართული კომპანიებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა იმისათვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ პროდუქციაზე ცნობადობის გაზრდა, ახალი უცხოელი პარტნიორების მოძიება და გაყიდვების გეოგრაფიული არეალის გაზრდა.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად შეარჩიონ სასურველი გამოფენა, დააორგანიზონ საკუთარი კომპანიის მონაწილეობა ამა თუ იმ გამოფენაზე და ზემოაღნიშნული ღონისძიების შედეგად წარმოშობილი ხარჯებს გრანტის სააგენტოს მხრიდან მიიღონ ხარჯების ანაზღაურება 90%-მდე. პროგრამის ფარგლებში კომპანიებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენაში.მთელი წლის განმავლობაში

პრიორიტეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი/სია განისაზღვრება გერმანიის საერთაშორისო გამოფენათა ასოციაციის ოფიციალური გვერდიდან, https://www.auma.de/en

თანადაფინანსების სქემა:

  • სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 60-% - 90 %-ს  საწარმოს ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, მაგრამ ერთ ღონისძიებაზე ერთი ბენეფიციარისთვის არაუმეტეს 5 000 ერთეული ევროს, აშშ დოლარის, ფუნტი სტერლინგის ვალუტაში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
  • ამასთან, თანხის ათვისება ბენეფიციარის მიერ შესაძლებელია, როგორც ერთიანად, ერთ ღონისზიებაზე ასევე, რამოდენიმეჯერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში.
  • თუ საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელ ქვეყანაში მოქმედებს პროგრამით გათვალიწინებული ვალუტისგან განსხვავებული ფულის ერთეული და ამავდროულად ღონისძიების ორგანიზატორის მიერ მომსახურების ღირებულების განფასება განსხვავებულ ვალუტაში ხდება, მაშინ პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია ინვოისი ან/და შესაბამისი გადახდის დოკუმენტი წარმოადგინოს აშშ დოლარში

პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება:

  • ღონისძიების ფარგლებში სივრცის ქირავნობა;
  • ღონისძიების ფარგლებში სტანდარტული სტენდის მშენებლობა - ე.წ. ,,standard booth/Shell Scheme* (ღონისძიების ორგანიზატორის მიერ გადაცემული);
  • ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელი და მათ შორის სავალდებულო მარკეტინგული (კატალოგში დაბეჭდვისა და გამოფენის ვებგვერდზე განთავსების ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარეგისტრაციო, დასუფთავების ან/და დაზღვევის ხარჯები, ხოლო მომსახურების სექტორისათვის მონაწილეობის / ბილეთის საფასური;

ამასთან, სივრცე და მასზე აშენებული სტენდი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ (იგულისხმება თანადაფინანსების თანხის გავრცელების მასშტაბი).

image
პროგრამის სამიზნე ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი:

,,საექსპორტო პოტენციალის მქონე პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე,, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2022 წლის 30 მაისის N ს-56 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხა, გარდა ბიზნეს საკონსულტაციო, ავეჯის, არქიტექტურის, ძვირფასეულობისა და სამკაულების სექტორისა;

image
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  1. მესამე ან მეოთხე კატეგორიის კომპანია (გარდა IT სექტორისა)
  2. განაცხადი კეთდება ღონისძიებამდე მინ. 1 თვით ადრე
  3. კომპანიის საქმიანობა ემთხვევა სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს
  4. ღონისძიება ფიგურირებს სააგენტოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ სიაში (www.auma.com)
  5. აღნიშნულ ღონისძიებაში პარალელურად კომპანია არ იღებს ფინანსურ დახმარებას რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებისგან.

image
პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
  2. ცნობა მოვალეთა რეესტრიდან სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არ ქონის თაობაზე
  3. ღონისძიების ორგანიზატორისგან მიღებული ინვოისი საგამოფენო სივრცეში ფართის იჯარით გადაცემის თაობაზე
  4. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
  5. აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ წინასწარ დადგენილ მინიმალურ ბარიერს.

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მეწარმე რეგისტრირდება ვებ გვერდზე : https://tradewithgeorgia.com/
2მეწარმის მიერ ონლაინ განაცხადის შევსება